“ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება” – საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე ისევ შეზღუდვებია. თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით, გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
მესტიის გზაზე კი გადაადგილება აღდგა. კლდოვანი მასის ცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე დღეს სპეციალისტებს ელოდებიან. დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის გზის 73-ე კილომეტრზე 2 დღის წინ ჩამოვიდა.
“მოძრაობა შეზღუდულია მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ტყიბული-ამბროლაური-ნაქერალას მიმართულებით, საჩხერე-რაჭის მიმართულებით.
ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
ზვავსაშიშროება არ არის, უბრალოდ, ვინაიდან იყო ძლიერი ნალექი, რეკომენდაცია გაიცა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის შეზღუდვებზე, რათა არ შექმნილიყო საცობები,”-საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება