ვეფხია კასრაძის წერილი ციხიდან: შეუძლებელია, ბრძოლის ცეცხლი ვინმემ ჩააქროს ჩემში!

ვეფხია კასრაძის წერილი ციხიდან:
“მოგესალმებით ჩემო თანაგუნდელებო, ჩემო დიდო ოჯახო! მადლობა სიყვარულისთვის! მადლობა თანადგომისთვის! მიყვარხართ, მეამაყებით და მენატრებით! მინდა იცოდეთ, რომ ვერანაირი ციხე მე ვერ გამტეხს და ვერ დამაჩოქებს! ვერც თავისუფლებას წამართმევს და ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინს ჩამიქრობს. პირიქით, უფრო მიათკეცებს ბრძოლის ჟინს! რამდენი წელიც არ უნდა მომიწიოს ციხეში ყოფნამ, საქართველოსთვის ბრძოლაზე უარს ვერავინ მათქმევინებს ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ!
“რაც უნდა ჭირი მომკერძონ,
ბილწთ არ შევეკვრები ზავითა
მცნებას ვერ შემაცვლევინებთ
მოზღვავებულის ავითა!”
გიყვარდეთ ერთმანეთი! იზრუნეთ და იბრძოლეთ ერთმანეთისთვის! იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის! არ შეგეშინდეთ არც დაუნდობელი რეჟიმის და არც ციხის!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩემი გულიც და გონებაც თქვენთან არის, თქვენს მხარდამხარ!ივანიშვილის რეჟიმი, მალე ჩვენ თვალწინ დაიმსხვრევა და ერთად ვიზეიმებთ ნანატრ გამარჯვებას.
მე აქედან ვაგრძელებ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე! უკან დასახევი გზა არ არსებობს! დამარცხება გამორიცხულია! იყავით მხნედ! ბრძოლა ბოლომდე! დიდება საქართველოს!
თქვენი ძმა ვეფხო!
სამშობლოს სიყვარული სიმსივნის მეტასტაზებივით ისე მაქვს სისხლში და ხორცში გამჯდარი, გული რომ ამომგლიჯონ, სხეულში, სულში და გონებაში მაინც დარჩება! ამიტომ, შეუძლებელია, ბრძოლის ცეცხლი ვინმემ ჩააქროს ჩემში!”

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია