ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას – ევროკავშირი

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ს მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს.
გაერთიანების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ.
ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას

მამუკა მდინარაძე – მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა – ასევე, მივიღებთ ცვლილებებს, რითაც უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები