ვახტანგ გომელაური, რომელიც მაგნიტსკის სიაში მოხვდა, ივანიშვილმა “ვიცე-პრემიერად” დანიშნა

ვახტანგ გომელაური, რომელიც მაგნიტსკის სიაში მოხვდა, ივანიშვილმა არალეგიტიმური მთავრობის ვიცე-პრემიერადაც დანიშნა. ასე უპასუხა რეჟიმმა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრის უმკაცრეს სანქციებში შეყვანას. მაგნისტკის სია აერთიანებს უმძიმეს დანაშაულებში მხილებულ პირებს. ამ ეტაპზე იქ უკვე ოლიგარქის 6 წარმომადგენელია.
ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი გომელაური უკვე არაერთი ქვეყნის სანქციებში მოხვდა, მაგრამ მაგნისტკის სია ყველაზე მძიმეა. ამერიკული კანონის მიხედვით, ეს პირის გლობალურ დონეზე გამოთიშვას იწვევს. ამავე სიაში გომელაურთან ერთად ზვიად ხარაზიშვილის მოადგილეც მოხვდა. რეჟიმი, რომლისთვისაც შეერტებული შტატების გადაწყვეტილება მტკივნეული დარტყმაა, სანქციებში შეყვანილ პირებს ყაველაშვილის ორდენებს დაჰპირდა.