ჟურნალისტი ვახო სანაია:
რიჟვაძეს ტელეფონი არა აქვსო – თქვა აჭრილმა მდინარაძემ. ტყუილია თუ მართალი, ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ასეთი რამ ითქვა საერთოდ. იქნებ ყურში უჩურჩულოს ვინმემ. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე გეტყვით აქედან. რიჟვაძეს მომავალში არაერთი ადამიანის დაჭერა შეუძლია – ყველასი, ვინც ის ამ დღეში ჩააგდო. როგორც არ უნდა ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ ახლა, გაუძლებს თუ ვერა ახლა, მომავალში მათ ციხეში გაშვებას შეძლებს. შეინახოს ყველაფერი და მერე მისცეს ჩვენება – ახლა ვერ ბედავს, მომავალში მიეცემა შანსი. ასე რომ, მას რომ ეშინია, იმაზე მეტად ეშინიათ მისი სხვებს.
იგივე ეხება რიჟვაძის მამასაც. მისი ჩვენება და გადამალული მტკიცებულებებიც ფასეულია.
ალეკო ახვლედიანიც მისცემს ჩვენებას და მანაც შეინახოს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდებოდა.
ტყუილად კი არა აქვს მდინარაძეს შეშლილი, შეშინებული სახე და დაბნეული რეგვენის კომენტარები.