ვახო სანაია: პოლიციელებო, ამით გეუბნებიან, რომ დაჩმორებულებმა უნდა იაროთ, თორემ შეგცვლიან და მოგისვრიან სისტემიდან

“ხელისუფლება იღებს ,,კანონს”, რომლის მიხედვით, ,,მინისტრი” პოლიციაში კონკურსის გარეშე აიყვანს ნებისმიერს.
პოლიციელებო, ამით გეუბნებიან, რომ დაჩმორებულებმა უნდა იაროთ, თორემ შეგცვლიან და მოგისვრიან სისტემიდან.
მე კი გეუბნებით – ჩაფიქრებული აქვთ, რომ გამოყენების შემდეგ მაინც მოგისროლონ. არაფერში დასჭირდებით. დროზე გამოხატეთ პოზიცია და მიიღეთ მონაწილეობა რეჟიმის წაქცევაში. ბანდიტები მხოლოდ ქუჩაში კი არ წამოგარტყამენ ხელს, არამედ თქვენს ფორმას ჩაიცვამენ.
პოლიციელებო, ეს რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება. გადაირჩინეთ თავი,” – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.