ჟურნალისტი ვახო სანაია:
მურუსიძე, ჩინჩალაძე, ცერცვაძე, გვენეტაძე, თოდუა და სხვები, რა თქმა უნდა, აღმოჩნდებიან ციხეში (ვის სად დარჩა ფიზიკურად გასაქცევი, ეს არ ვიცი). დარწმუნებული ვარ, მათზე ვიდეო, აუდიო და სხვა უტყუარი მტკიცებულებების ზღვა არსებობს. ზუსტად ასევე აქვთ ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებს მტკიცებულებების ულევი მარაგი ერთმანეთზეც და, რაც მთავარია, დამკვეთების წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ციხის ბილეთი გამოწერილი აქვთ ქვედა ეშელონის ახალ ,,ვარსკვლავებს”, მონების ახალ თაობას – გალუსტაშვილს, ჯვებესა და სხვებს, რომლებიც ასევე მისცემენ ჩვენებებს ,,მურუსიძეების” წინააღმდეგ.
ბრალდებულის სკამი ელოდებათ შუამავლებს, დამლაგებლებს და სხვა მათნაირებს.
ამ ყველაფერზე კი პასუხი მოეთხოვება ბიძინა ივანიშვილს.
ასე რომ, ჩაიწერეთ ერთმანეთი, მოაგროვეთ კომპრომატები ზემდგომებზე და ამ გზით იზრუნეთ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, თუმცა ციხეს მაინც ვერ ასცდებით.
რაც შეეხება ამ სისტემას, ის უნდა დაიშალოს ბოლომდე და აშენდეს ახალი.
ძალიან დიდი მადლობა ბესარიონ ალავიძეს. ცხადია, ყველაფერი სიმართლე თქვა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ინტერვიუ 3 წლის წინაა ჩაწერილი, დღეს კი უკვე აღარაა საჭირო ვინმეზე ზეწოლა, რადგან სასამართლო, როგორც ასეთი, აღარც არსებობს თუნდაც იმ უაღრესად ტრაგიკული ფორმით, რომელსაც ბატონი ბესარიონი აღწერს.