ვაშლიჯვრის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ | თავდაცვის სამინისტრო დუმს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 19 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ოჯახს არაერთი კითხვა აქვს.

რეზი ჩხეიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ და, 3 თვის შემდეგაც, არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. ისინი ითხოვენ, რომ დადგინდეს, რა მოხდა გასული წლის 26 ოქტომბერს ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე.
“გაუგებრობაში ვარ და მინდა გავიგო რა მოუვიდა ამ ბავშვს. ჩვენ არაფერი არ ვიცით… ბავშვი მოვიდა კარგად, წავიდა სახლიდან კარგად, ჯანმრთელი იყო, ყველაფერი და მერე რა მოუვიდა, ჩვენ არ ვიცით. გაურკვევლობაში ვართ. მე არ მინდა ჭორები, მინდა სიმართლის დადგენა, რა მიზეზით მოიკლა თავი თუ მოკლეს,” – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან, რომელიც ჯარისკაცის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას შეეხებოდა, უკვე რამდენიმე საათი გავიდა. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ჩვენ უწყებას არაერთხელ დავუკავშირდით, თუმცა კითხვებზე [რა ეტაპზეა გამოძიება, რატომ არ აცნობენ ოჯახის წევრებს საქმის მასალებს…] პასუხი არ მიგვიღია.
ასევე ნახეთ:
· 19 წლის ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება | ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მობილური ტელეფონის გადაცემას ითხოვს