ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ს საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.
-ის პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები.
„ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება“, – განაცხადა ჯანინ პირომ და დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებას.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა, სტივ ჯენსონმა მკვლელობას ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა უწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 30 წლის ელიას როდრიგესი სროლიდან მალევე, ადგილზე დააკავა. ის დაკავებისას სკანდირებდა : „თავისუფლება პალესტინას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი – პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი – მოწვევაზე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილება საქმეში არ არის, ამის გარეშე კი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს