ვაშაძე: მანჯგალაძის დაპატიმრება მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი შიშსა და რეპრესიებზე დგას

დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.
4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.
მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.
ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.
მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.
მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.
ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!