„ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას…“ – რას აცხადებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას -ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან“, – აცხადებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი.
უილსონი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვითარებას აკვირდება.
„მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო ამას აკვირდება“, – აღნიშნავს ჯო უილსონი. (ინტერპრესნიუსი)

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?