ვატიკანის სასამართლომ კარდინალი დამნაშავედ სცნო გაფლანგვაში

ს სასამართლომ 16 დეკემბერს იტალიელი კარდინალი, ანჯელო ბეჩიუ დამნაშავედ სცნო გაფლანგვის რამდენიმე მუხლით წაყენებულ ბრალდებებში და მას ხუთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა პატიმრობა.
ბეჩიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელიც წარმდგარა ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე.
75 წლის ბეჩიუ უწინ პაპი ფრანცისკეს მრჩეველი იყო და მას თავადაც განიხილავდნენ პაპობის კანდიდატად.
ბეჩიუს და კიდევ ცხრა განსასჯელს – მათ შორის ფინანსისტებს, ადვოკატებს და ვატიკანის ყოფილ თანამშრომლებს – ასამართლებდნენ ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც უკავშირდებოდა ლონდონში უძრავ ქონებაზე გაფორმებულ საეჭვო შეთანხმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც