ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის განცხადება:
დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი
ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია
თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ
ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის
ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით
ძვირფასო მაყურებელო!
დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის .
თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე:
30 ნოემბრერი “მეფე ლირი”
1,2 დეკემბერი “შეყრა”
3,4 დეკემბერი “გაყრა”
5,6 დეკემბერი “მე გადმოვცურავ ზღვას” –
შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას
სიყვარულით და პატივისცემით
,,ახალი თეატრი”