ვასილ ჩიგოგიძე – 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთში ახალგაზრდებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე, დელეგატმა განიხილა განათლებისა და სპორტის მიმართულებით პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახორციელებს.
„ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ექნება ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო