ვარსკვლავებს არ წყვეტს “ქართული ოცნება”, მაგრამ მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს, მოუგებს და უნდა მოუგოს კიდეც – ოპოზიციაზე

ჩვენი გამარჯვება იქნება იმდენი ხმების აღება, რამდენიც საჭიროა ქოცების და ნაცების დაბალანსება, რადგან მათ არ ჰქონდეთ უმრავლესობა,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, “ქართული ოცნება” ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ ოპოზიციას, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს, უნდა მოუგოს კიდეც.
“საერთოდ არ მინდა ისეთ პარლამენტში ყოფნა, სადაც არავინ არაფერს გეკითხება, რადგან ქართულ ოცნებას “რას-დვაზე” ჰყავს დაყენებული ბიზნესმენები, დამწყები პოლიტიკოსები და ყოფილი ბიუროკრატები. ფაქტია, რომ მოწესრიგებული სისტემა აქვთ. მარტივია – ზემოდან გეტყვიან დააწექი მწვანე ღილაკს და შენც აწვები.
ოპოზიციაში კი ნაცები, რომლებიც 35 კაცით შევიდა პარლამენტში, იქ არ დადიან, იქ არ არსებობენ, არ იღებენ არაფერში მონაწილეობას და გამოდის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ არის ჩართული და ეს თუ ასე გაგრძელდა, ფაქტია, რომ “ოცნება” მოიგებს და უნდა მოიგოს კიდეც. ვარსკვლავებს არ წყვეტს “ქართული ოცნება”, მაგრამ მსგავს მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს და სულ ისტერიკაშია, უნდა მოუგოს.
სტრატეგიის დალაგება შესაძლებელია: მე როგორც ვუყურებ არის ის, რომ არჩევნებზე იყოს სამი პარტია: “ნაცები”, “ქოცები” და “გირჩები” და ვერცერთმა ვერ აიღოს 50%. სწორედ ამიტომ გვჭირდება დამბალანსებლის როლი. ჩვენი გამარჯვება იქნება იმდენი ხმების აღება, რამდენიც საჭიროა ქოცების და ნაცების დაბალანსება, რადგან მათ არ ჰქონდეთ უმრავლესობა ,”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება