ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი
„ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად:
– გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან;
– დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე;
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს