ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად

ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, ეუთოსთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად.
„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – აღნიშნავს .

ასევე დაგაინტერესებთ

მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია