ჩემმა შვილმა კარატეზე სიარული მოინდომა და დარბაზის ძიება მდებარეობით დავიწყე. ნახალოვკაში ვცხოვრობთ, ახლოს მაწყობს რამე, რომ გზაში დიდი დრო არ დაგვეხარჯოს. მიგვასწავლეს სახელმწიფოს სპორტული კომპლექსი და ეს რა ვნახე ასე მეგონა რომელიმე კუთხიდან ზომბი გამომეკიდებოდა სიბნელე, სიბინძურე, ვერაფერს გაარკვევ. ერთი სიტყვაძუნძი კაცი შეგვხვდა. კარატე ქვემოთ არისო და დავეშვი ქვედა სართულზე. რამდენიმე საფეხურის ჩავლის შემდეგ, უკან ამოვბრუნდი, შემეშინდა, მერე მოვიკრიბე გამბედაობა და ბოლომდე ჩავედი, თუმცა, სულ ტყუილად. ადგილზე არავინ დამხვდა. ცოტა გამიხარდა კიდეც, რომ არავინ დამხვდა და იქ სიარული არ მომიწევს. საცოდაობაა ამხელა ფართი ასე რომ ცდება
