“ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე” – ზახაროვა კობახიძის განცხადებაზე

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. მ იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“.
კითხვაზე, მოდის თუ არა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებთან წინააღმდეგობაში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა რეგიონებში და მოსკოვის ვალდებულება, დაიცვას “ და სამხრეთი ოსეთი, ზახაროვამ მიუთითა დე ფაქტო რესპუბლიკების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო უწყებების განცხადებებზე – დე ფაქტო უწყებებმა კობახიძის პოზიციას “პოპულისტური და უპერსპექტივო” უწოდეს.
„ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს, – დასძინა ზახაროვამ და დაამატა, – ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით“.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან“.
„იქ არიან გარკვეულ „ნარატივებს“, მმართველ-ადმინისტრაციულ სისტემას დაქვემდებარებული ქვეყნები, მათ ქანცი აქვთ გაწყვეტილი საკუთარ ეკონომიკაზე თავიანთივე დამანგრეველი გადაწყვეტილებების გამო. თუმცა იმთავითვე ორიენტირებული იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. განაგრძობენ მათ იძულებას, მიიღონ ანტირუსული ზომები“.
26 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არის აფხაზებთან და ოსებთან ერთად ევროპული ოჯახის წევრობა.
„ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება