ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა – რომან გოცირიძე გიორგი ვაშაძეზე

ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა – ზე
ეს იყო, ბუნებრივია, წამოცდენა და რა თქმა უნდა, გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, ვინაიდან, გონიერი ადამიანია და იცის, რომ მსგავსი სამედიცინო ლექსიკით პოლიტიკოსი არ უნდა ლაპარაკობდეს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსგავსი რამ, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, სამწუხაროდ, ამას არ ექცევა დიდი ყურადღება, ხოლო სამედიცინო ტერმინით მოხსენიება, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი ადამიანი, სხვა ადამიანისა, რაღაც დიაგნოზით მოხსენიება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია“, – აღნიშნა მან.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით