ეს გულიდან იყო დაწერილი, იურისტებთან წვდომა არ გვქონია – ტრამპი ტარიფების პაუზაზე

უბრალოდ დავწერეთ. იურისტებთან წვდომა არ გვქონდა. გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, კარგადაც იყო დაწერილი, – თქვა -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ტარიფების 90 დღით დაპაუზებასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე და მგონი საბოლოოდ სწორედ ამ დილით შევჯერდით. უბრალოდ დავწერეთ. იურისტებთან წვდომა არ გვქონდა. უბრალოდ გულიდან დავწერეთ, ხომ? გულიდან იყო დაწერილი და ვფიქრობ, კარგადაც იყო დაწერილი. ვფიქრობ, ეს იყო პოზიტიური გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც.

ჩვენ არ გვინდა ვავნოთ ქვეყნებს, რომლებსაც ზიანი არ სჭირდებათ და თან ყველანი მოლაპარაკებაზე არიან მზად. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ერთდროულად მხოლოდ რამდენიმესთან შეგიძლია მოლაპარაკება. გვინდა სწორად გავაკეთოთ ყველაფერი. გვინდა მათზე ვიზრუნოთ, მაგრამ ასევე ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ“, – თქვა ტრამპმა.