,,ეს არის წამება მეგობრებო” – ნინო დათაშვილის წერილი

სოციალურ ქსელში ნინო დათაშვილის წერილი ვრცელდება:
,,ეს განჩინება რაც მომიტანეს იძულებით ფსიქიატრიულ შემოწმებაზე სამარცხვინო დოკუმენტია.
ეს არის რეპრესია.
ადვოკატებზე აწარმოეს კამპანია, თითქოს მათ მოითხოვეს ჩემი შემოწმება.
გეკითხათ, იქნებ მინდოდა შემოწმება. პენიტენციურში არის კვირაში ორჯერ შხაპის მიღება და ფსიქიატრიულში ყოველ დღე. იქნებ მინდოდა:))
ეს არის წამება მეგობრებო.
მე ხელთ მიჭირავს ორი საბუთი.
ერთი 2019 წლით თარიღდეება, სადაც წერია რომ ტკივილების გამო ვიყავი ლაბილური და მეორე მეორე საბუთი, 4 თვეში ჩატარებულ ახალი კვლევის შესახებ იქ უკვე აღარაფერი წერია ლაბილობაზე.
მკურნალი ექიმები არა წერენ ფსიქიკურ დიაგნოზს. ფსიქიკურ დიაგნოზს წერენ ფსიქიატრები. იქნებ დაგეგუგლათ (მიმართავს პროკურორს)
იცით თქვენ რა გააკეთეთ? საბჭოთა კოშმარი გაუღვიძეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ.
ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ასეთ მკურნალობაზე.
ძალიან ბევრი ადამიანი კლინიკაში მიდის თავის ფეხით და ეუბნებიან რომ ადგილი არ აქვთ.
მე გამიგზავნია ახალგაზრდები ფსიქიატრებთან. არ შეიძლება ამ სფეროს სტიგმის გაძლიერება.
მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ღიად ილაპარაკეთ, რომ ამ სტიგმის გაძლიერება დაუშვებელია.
ძალიან არ მინდოდა ჩემი ამბავი ამის ხელშემწყობი ყოფილიყო.
პროკურატურამ იძულებული გაგვხადა ჩემი პერსონალური მონაცემები გამხდარიყო საჯარო.
მე არანაირ შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის გამო.
ნინო დათაშვილი. 2025. 07.08.