ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე – ნიკოლოზ სამხარაძე

ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე – ნიკოლოზ სამხარაძე
ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე,- ამის შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„სამთავრობო პროგრამაში დიდი ცვლილება არ არის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ეს არის მხოლოდ 10-თვიანი პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებამდე და ს შემდეგ მთავრობა უკვე წარდგება ახალი, 4 წლიანი პროგრამით. შესაბამისად, ეს პროგრამა არის უბრალოდ დასკვნითი ეტაპი იმ პროგრამისა, რომელიც მთავრობას აქამდე ჰქონდა“,- აღნიშნა სამხარაძემ.
სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პატიმარი რამიშვილი იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა უდესიანს და იკითხა, წილები თუ გადაფორმდა, როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოსო

გურამ მაჭარაშვილი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: იცოდით, რომ საპატიმროებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ნახეთ, რომ პატიმარი უყო დათრგუნული და მიუხედავად ამისა,დ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამ საქმისთვის ხელი არ მოგეკიდათ?