ეს არის კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულება, მეტიც, მტერს ექცევიან ასე

ეს არის კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულება, მეტიც, მტერს ექცევიან ასე
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი -ს მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, ამერიკის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არც მეგობრულია და არც პარტნიორული, ასე მტრებს ექცევიან.
ყაველაშვილის განმარტებით, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენები და სავაჭრო ურთიერთობები – ეს კი ამერიკას არ გაუკეთებია. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უცნობია სანქციები დაწესებულია თუ არა, რადგან აშშ ამას არ ასაჯაროვებს, თუმცა შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტია.
„მიმაჩნია, რომ არასერიოზულია ეს დამოკიდებულება და მსგავსი მიდგომა. როგორ წარმოგიდგენიათ, ორი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს მეგობრობას ეფიცება, მსგავს დამოკიდებულებაში? თითქოს, აქცენტს ხალხზე აკეთებენ და ამ დროს ხელისუფლებას აიგნორებენ. ჩვენ ხომ ვიცით ამას რატომ აკეთებენ?
ესეც ხომ გაშიფრული პროცესია. გვექცევიან, როგორც მტერს და ჩვენ ეს უნდა ვამხილოთ. როგორც ისინი იქცევიან – ეს არ არის პარტნიორობა და მეგობრობა, ეს არის კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულება, მეტიც, მტერს ექცევიან ასე. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა რევოლუციური პროცესები – როგორ ცდილობენ სხვადასხვა ძალები, ამა თუ იმ ქვეყანაში, ხელისუფლების ცვლილებას და ზუსტად ამის პროვოცირება არის ეს სანქციები. ეს ხომ შანტაჟის ენაა.
მარტივად დასანახია ნებისმიერი ადამიანისთვის. ვისაც მართლა აქვს თავმოყვარეობა და სამშობლოს და ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა, როგორ შეიძლება ნორმად მიიღოს და უხაროდეს ეს დამოკიდებულება. ლუსტრაციაა ამ ძალების, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეების არჩეულად კი არ თვლიან თავს, არამედ გარე ძალების მიერ დაკვეთილ და დაფინანსებულად. როგორი აღტყინება და სიხარული აქვთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს, ხელისუფლებას, უცხო ქვეყანა ასანქცირებს. ჩვენ არ ვიცით ეს რეალური სანქციაა თუ არა, არ გამოუაშკარავებიათ რა სანქციაა, ვისზეა და ა.შ. ეს ხომ ზედაპირულად განაცხადეს, ჩვენ ვერ ვიქნებით ამაზე პასუხისმგებელი. მე უბრალოდ დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი, თავმოყვარეობა თუ გაქვს ადამიანს და პარტნიორად აღიქვამ თავს, უნდა გესმოდეს – ეს არის მტრული დამოკიდებულება მათი მხრიდან.
ვისურვებდი, რომ ასრულებდნენ იმას, რაც მათ გაცხადებული აქვთ წლების მანძილზე, როდესაც საუბრობენ – ჩვენ საქართველო გვიყვარს და საქართველოსთან ურთიერთობაში პირნათელი ვართ და გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მსგავსი დამოკიდებულებებით ვერ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა. მათ პრემიერმაც მოუწოდა, რომ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება, პარტნიორი თუ ხარ ამდენი წელია ვიზალიბერალიზაცია არ დაგიშვია, არც პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება არ მომხდარა. არის რაღაცები, რაც მართლა განვითარებაზე მოქმედებს და ამას არ ასრულებენ, ჩვენც ვხედავთ ამას.
ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვიცით რა ხდება აშშ-ში, ევროკავშირში, მსოფლიოში – ვიცით რა დამოკიდებულებებია და ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. “ხალხის ძალამ” დავიწყეთ ეს მხილების პროცესი, მხილება და არა მტრული განაცხადი. ჩვენ სამართლიანები უნდა ვიყოთ, ეს დასავლური მისწრაფება თვითმიზანი არ არის. რატომ გვინდა დასავლეთში? იმიტომ, რომ გვინდა ის ღირებულებები, რაზეც უკვე ვისაუბრე – მეგობრობა, პარტნიორობა, სამართლიანობა. ჩვენ დასავლეთში ინტეგრირება სამართლიანად გვინდა. ღირსებით გვინდა წავიდეთ და არა ისე, როგორც მაგალითად მოლდოვა და , არ მინდა ამ ქვეყნებზე საუბარი, იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ჩვენ არ გვინდა ფორმალურად რომ ვყოფილიყავით პირველ ადგილზე და თან იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან და ამით გვეტრაბახა. ვიცით, გვაქვს ეს გამოცდილებაც თუ რა არის ნამდვილი ევროპა, რას ნიშნავს სამართლიანობა, პარტნიორული ურთიერთობა, კანონის უზენაესობა და როცა ამ ყველაფერზე თვალები იხუჭება, ორმაგი სტანდარტია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, როგორც უნდათ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ იმიტომ არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ამ უსამართლო მოწოდებებს. ეს გზა ჩვენ ავირჩიეთ, პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებასთან, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ მომავალში და რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე.“- აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო წარმატებულ ქვეყნებში დაასახელა კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ NGO-ებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის კითხვები, რაც „რადიკალური“ სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს

2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია