,, ერის მამობით დაიწყო და რითი ამთავრებს? დასანქცირებით! ეგ არის ჭკუა?” – გუბაზ სანიკიძე

“ძვირფასო, დასანქცირებულო დეპუტატები, გგონიათ, რომ ჩაგწერთ სიაში?” – ამ კითხვით მიმართავს რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს.
სანიკიძის შეფასებით, 2024 წლის არჩევნებზე ვერცერთი მათგანი საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება, რადგან ივანიშვილი სანქცირებულ დეპუტატებს არ შეიყვანს სიაში.
გუბაზ სანიკიძე “რეაქციაში” ყვება, როგორ გადაწყვიტა ხელისუფლებამ რუსული კანონის შემობრუნება, სანიკიძის თქმით, ეს ივანიშვილის დავალებით მოხდა, თუმცა მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.
“ერის მამობით დაიწყო და რითი ამთავრებს? დასანქცირებით, ეგ არის ჭკუა? ეგ არ არის ჭკუა და გადაყვებით ზედ, შეიწმენდს ფეხებს თქვენზე, დასანახავად ვერ გიტანთ ვერცერთს,” – ამბობს სანიკიძე ივანიშვილზე, მოსალოდნელ სანქციებზე და “ქართულ ოცნებას” “ჯოჯოხეთს” უანონსებს.
ძვირფასო, დასანქცირებულო დეპუტატები, გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგწერთ სიაში? დასანქცირებულებს არ ჩაგწერთ. გამოსავალი ყოველთვის აქვთ – გამოვიდნენ და თქვან, რომ არ უნდა გვექნა ესო. გამოვიდნენ და თქვან, რა მოხდა სინამდვილეში – როგორ აიძულებდნენ. მოწმენდილ ცაზე თვქენ თვითონ აიფეთქეთ თავი, ეს გაგიკეთად ბიძინა ივანიშვილმა. შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა დაუძახა ამათ და ეს უნდა შემოვაბრუნოთო, იყო ყმუილი და ზმუილი, მაგრამ იქ ვერაინ ვერაფერი გაბედა, რადგან ბიძინას საკუთრება არიან,“ – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
გუბაზ სანიკიძის თქმით, უმთავრესია, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე იაქტიუროს და “მწყობრად” მივიდეს.
ნუ იბრიქებით, არავის ეშინია თქვენი. რომ დაიწყეთ დარბევები, მოაკლდა? ხომ არ მოემატა. ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება თქვენი იდიოტიზმის და ნაძირლობის გამო. წააგებთ არჩვენებს, გააყალბებთ და გამოვა ხალხი ქუჩაში და დამთავრდება თქვენი ამბავი. ვერ გააყალბებთ,” – ამბობს სანიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება