“ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა” – ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია

“მერსედესის” ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა კვლავაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ 2021 წლის დრამატულ ფინალში ლუის ჰამილტონის მერვე ტიტულის დაკარგვაში პასუხისმგებლობა მთლიანად ყოფილი ფორმულა 1-ის რბოლების დირექტორის, მაიკლ მასის ეკისრება.
აბუ დაბის გრან პრის ბოლო წუთებზე ნიკოლას ლატიფის ავარიის გამო უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ყველა ვარაუდობდა, რომ რბოლა მის უკან დასრულდებოდა, თუმცა მასიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – პროცესის დასაჩქარებლად მხოლოდ იმ მრბოლელებს მისცა წრის დაბრუნების უფლება, ვინც ჰამილტონსა და მაქს ვერსტაპენს შორის იმყოფებოდა, რის შემდეგაც რბოლა ერთ, საბოლოო წრეზე განაახლა.
ახალი, რბილი საბურავებით აღჭურვილმა ვერსტაპენმა ამ შანსით სრულად ისარგებლა, ბოლო წრეზე ჰამილტონს აჯობა და კარიერის პირველი მსოფლიო ტიტული მოიპოვა. 2021 წლის შემდეგ მასი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“ბავშვობიდან მოყოლებული არასდროს დამიკარგავს კონტროლი სიტუაციაზე, მაგრამ ერთმა შეშლილმა კაცმა შეძლო, ფაქტობრივად, გაენადგურებინა ყველა დროის უდიდესი ჩემპიონი” – განაცხადა ვოლფმა.
“მაკლარენმა” კონსტრუქტორთა თასი მოიგო – “მარინა ბეიზე” ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
[VIDEO] უმძიმესი ავარიის შემდეგ გროჟანი ფორმულა 1-ს უბრუნდება
80 მილიონ ფუნტამდე გუნდიდან წასვლის სანაცვლოდ – “რედ ბული” და ჰორნერი საბოლოოდ დაიშალნენ