ერთი გოლი საუკეთესოობამდე – გრიზმანი ლუის არაგონესს გაუთანაბრდა

ლა ლიგის მე-18 ტურში “ატლეტიკომ” “ხეტაფეს” უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში შედეგიანი ფრე, 3:3 ითამაშა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში “როხიბლანკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა, რითაც მადრიდელთა მაისურით კარიერაში 173 გოლი მოუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ გრიზმანი ამ ნიშნულით ლუის არაგონესს გაუთანაბრდა და ახლა 1 გოლი აკლია, რათა “ატლეტიკოს” ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ