“ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი, რა თქმა უნდა ხმას მისცემს 41-ს – ვის მოიშორებენ, ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს

მე ვიტყოდი, რომ ეს ბანერი ძალიან კარგია, რადგან ერთიანობასა და გაერთიანებაზე ჩვენ ვლაპარაკობთ და „ნაცები“ სულ ლაპარაკობენ დაყოფასა და ომზე და ა.შ. – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე საუბრისას.
„ერთიანობას თუ აირჩევს ხალხი რა თქმა უნდა ხმას მისცემს 41-ს. რაც შეეხება „ოცნების“ მოშორებას, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელმაც უკვე პრაქტიკულად უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვის მოიშორებენ ამას ვნახავთ 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება