ერთად ოთარ ქათამაძისთვის! – წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც თანადგომას გამოხატავს

ერთად Otar Katamadzeსთვის ♥️
ოთო უნიჭიერესი რეჟისორი და მსახიობი, ადამიანი რომელსაც მთელი გულით უყვარს ადამიანები და ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას, ახლა კი თავად სჭირდება ჩვენი დახმარება, სითბო და მხარდაჭერა🥹♥️
ამჟამად ოთო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია და გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. ორი კვირის წინ ოთოს თავის ტვინში გაუსკდა ანევრიზმა რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები.
სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა ის ამჟამად ხელოვნური სედაციის ქვეშაა სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს სპეციალური აპარატები უნარჩუნებს, რომლებიც ტვინისა და ფილტვების მუშაობას ცვლიან, სანამ ორგანიზმი ძალებს მოიკრებს.
სამწუხაროდ, საჭირო თანხა დიდია რასაც მარტო ვერ გაუმკლავდება.
ჩვენ კი შეგვიძლია თუნდაც ყველაზე მცირე დახმარებით, იქნება ეს ფინანსური წვლილი თუ უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება დავეხმაროთ მას.
თითოეული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია!
საქართველო
მიმღები: დედა, კუპრეიშვილი ქეთევანი
წინასწარ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც თანადგომას გამოხატავს