ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა – ირაკლი კობახიძე

გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერ ს საქმიანობასთან და ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, მიღწეული შედეგების მიხედვით, მან ყველა მინისტრს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
“როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის თითოეულ წევრს, ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.” – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების, არამედ პროცესის მიმართ, რომელშიც ისინი ჩართულები არიან

16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით

მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? – “ნაცების” ტელევიზიას თუ დავუჯერებთ, ყველა აქტორი “ნაცია”