ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი

ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი
ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის ნებას არ სცემენ სათანადო პატივს.
„ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა, 54%-იანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან, ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო . სხვას არავის აქვს უფლება, ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციაზე. ერთადერთი სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში. მაშინ ყველაფერი იგზავნებოდა მოსკოვში. დისერტაციას რომ იცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება გარედან არავის დამტკიცება. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში, დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ, არ სცემენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართველ ხალხს, მის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ცენტრის “ლონდონ/პარიზიდან” – თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა “ანტიტრამპისტული კოალიციის” წევრები, რომ მათ ძირითად ამოცანად რჩება რამენაირად მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ

ციხეში ჩემს მეუღლეს შემოუთვალეს, „თუ ფულს არ მოიტან, აჩიკოს მოვკლავთო“- დილით, ზარია კარზე და უცნობი მამაკაცი მეუბნება, ეს ბატონმა ბადრიმ [პატარკაციშვილი] გამოგიგზავნათო- ამ თანხის წყალობით გადავარჩინე ვაჟი, მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევები