აშშ-ში გარდაიცვალა თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციად გამოცხადებული FETO-ს ხელმძღვანელი ფეთჰულა გიულენი. ამის შესახებ გამოცემა Haberturk პორტალ FETO-ზე დაყრდნობით იტყობინება. მქადაგებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში FETO-ს ლიდერის, ებუსელემე გიულენის ძმისშვილმა დაადასტურა.
გიულენს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შთამაგონებელს უწოდებდა. ერდოღანი ითხოვდა ამერიკაში მცხოვრები მქადაგებლის ექსტრადირებას. თავად გიულენი გადატრიალებაში მონაწილეობას უარყოფდა.
