ერაყში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსკენ დღეს დილით „კატიუშას“ ტიპის სამი რაკეტა გაისროლეს, – ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო ამერიკის საელჩოსკენ, მწვანე ზონის მახლობლად დაეცა.
თავის მხრივ, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოსა და Union III სამხედრო ბაზასთან, სადაც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარები არიან განლაგებული, სირენებისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.
აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ