ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ს პრემიერ-მინისტრ სთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ განცხადებას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის ს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა “ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას”.
განცხადებაში ასევე, არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის (რომელიც ისრაელის ომის კაბინეტის წევრია) წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს მანამდე, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი არ იქნება გათავისუფლებული.
ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ, ასევე, “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც