ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩადის

-ის სახელმწიფო მდივანი, , მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩავა.
„სახელმწიფო მდივანი განიხილავს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს, რომელიც უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას. ის ასევე განიხილავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ზრდას და ხაზს გაუსვამს ამ ზრდის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა, რომელმაც ბლინკენის საუდის არაბეთში ვიზიტის გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ენტონი ბლინკენი შეხვდება საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს და რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც ღაზის სექტორის მომავალს განიხილავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი ისრაელსა და იორდანიაში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ