ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა

-ის სახელმწიფო მდივანი, დღეს ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა „ჰამასსა“ და ისრაელზე, რათა მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება, შემდეგ კი ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მაისს ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება წარადგინა, რომელიც საბრძოლი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ