ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს 10 მონაწილე ჰყავს.
მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია:
· სს თელასი;
· შპს ლილო-მოლი;
· სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
· შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
· შპს რიცეულაჰესი;
· შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
· შპს სვანეთი ჰიდრო;
· შპს ჰიდრო ჯორჯია;
· შპს კასლეთი 2;
· შპს გეოენერჯი.
კომპანიების დიდი ნაწილი ჯერჯერობით პროცესს აკვირდება და ბაზარზე შესვლისგან თავს იკავებს. ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ ფიქსირდება.