ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან

ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან
ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც მოეწერა ხელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თურქმენეთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მდიდარი რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა.
„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხელი მოეწერა“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე

მამუკა მდინარაძეს, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმზე გადაღებულ მთავარ ფოტოში, მარჯვნივ ფორუმის მასპინძელი ალი ნაგიევი უდგას, მარცხნივ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ბლეიზ მეტრეველი, ამ დროს, აქ, პაატა ბურჭულაძე გვამხობს