ემანუელ მაკრონი და ანტონიო კოშტა “მკაცრად გმობენ” აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ “ტერორისტულ თავდასხმას”

საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოეხმაურნენ აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ეს იყო „ტერორისტული თავდასხმა“ და რომ რეგიონში მშვიდობის მიღწევის გზად მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტას ხედავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ზე დაპოსტა:
„საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში მოხდა. გამოვხატავ ჩემს ღრმა თანაგრძნობას მსხვერპლის ოჯახებისა და ს ხალხის მიმართ. ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ყველასთვის რეგიონში“.
აღმოსავლეთ იერუსალიმში მომხდარს ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა:
“შუა აღმოსავლეთში ძალადობა უნდა დასრულდეს. უმკაცრესად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც დღეს აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელდა. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მსხვერპლის ოჯახებსა და ისრაელის ხალხს. მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტას შეუძლია მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე ისრაელსა და პალესტინაში”.
8 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია 11 დაჭრილი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის მედიამ პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ თავდამსხმელები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ