ეკა ხოფერია ინგა გრიგოლაის – არასდროს არ გადავსულვართ საზღვრებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და სტიმულსაც ვაძლევდით

ინგა გრიგოლაის დაბადების დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ეკა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას და ინგას ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორიც ბევრს ვერ ექნება მედიის სფეროში.

„ტრადიციული რვამარტობა

ახლა ოდნავ სხვაგვარად გამოვიყურებით და არც ახალი ფოტო გვაქვს

ისე მოხდა და ამით ძალიან ვამაყობ, ამდენი წლის მანძილზე, კონკურენციის, სხვადასხვა თუ ერთ არხზე მუშაობის, სტუმრების ცნობილი გადაბირებების და ბევრი სხვა ახლა უკვე სასაცილო ისტორიების მიუხედავად, არასდროს, არასდროს არ გადავსულვართ საზღვრებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და სტიმულსაც ვაძლევდით. ბევრი ვერ დაიკვეხნის ამას ბევრ სფეროში

გილოცავ, ინგა გრიგოლია დანარჩენი კი იცი,“ – წერს ეკა ხოფერია.