ეკა შარაშიძე: დღეს არაფერს არ ვისურვებდი იმაზე მეტად, რომ ყველა ქართველ პოლიტიკოსს ჰქონდეს მოსმენილი ის, რასაც მე ყოველდღე, უკვე ხუთი წელია, ვისმენ

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
დღეს არაფერს არ ვისურვებდი იმაზე მეტად, რომ ყველა ქართველ პოლიტიკოსს ჰქონდეს მოსმენილი ის, რასაც მე ყოველდღე, უკვე ხუთი წელია, ვისმენ.
ხანდახან მგონია, რომ პოლიტიკოსები და ეს ადამიანები სხვადასხვა პლანეტებზე ცხოვრობენ.
წარმოდგენა არ აქვთ, რა პრობლემები აქვთ ადამიანებს ქვეყანაში.
კი, თითქმის ყველა რეგიონიდან ველაპარაკები ადამიანებს.
მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც რაიმე სენტიმენტი აქვს „ოცნების“ მიმართ. მეტიც, არ არსებობს ნდობის ფაქტორი.
ყველაზე კარგად კი ოცნების ქმედებებს ეს ხალხი იცნობს, რადგან ოცნების წარმომადგენლები რეგიონებში ფლობენ ძირითად ბიზნესს.
ფაქტობრივად, „ოცნების“ წარმომადგენლებს მიწების მიხედვით აქვთ გადანაწილებული რეგიონები და, კი, იმასაც ხედავენ, როგორ თანამშრომლობენ საჭიროების შემთხვევაში ბიზნესის საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
და არა, არავის არ ენდობიან. და ვინ რა პერფორმანსიც არ უნდა დადგას, ადამიანებმა ყველაფერი იციან და სწორედ ამის გამო არ ენდობიან არავის.
ამ ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, ნორმალური შემოსავალი და მოწესრიგებული ჯანდაცვის სისტემა. ვინ ვის ბანერს ახევს თავზე, არავის აინტერესებს, რადგან მათი პრობლემები რეალურია.
კი, იციან, რომ ევროპა რუსეთს ჯობია, სულელები არ არიან. უბრალოდ, არ ენდობიან არავის, რადგან არავინ ლაპარაკობს მათ პრობლემებზე და არავინ ესაუბრება მათ.
ამ დროს, ზუსტად ეს ადამანები წარმოადგენენ უმრავლესობას.
ამიტომ ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკოსს მოესმინოს ის, რასაც მე ვისმენ.
ბოდიში, თუ მოგაცდინეთ, გააგრძელეთ ტალახის სროლა, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ტალახში ყველა ერთად ვიძირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან