ასოციაცია “ევროპის დროით” თავმჯდომარე, ეკა ქარდავა:
გუშინ გავაზიარე #ელდარ_შენგელაიას ბოლო ფილმი #სავარძელი. ის #ქართუ_ფონდის დაფინანსებით გადაიღეს. ნიკა გვარამიამ კი მას “სრული კრახი” უწოდა 2017 წელს.
როგორც კი გავაზიარე, უცებ ვიღაცეებმა #ინტერნეტიდან_გააქრეს ეს ფილმი და ახლა არ იძებნება.
ეს არ არის #ფილმი ეფექტებით, ძალიან მარტივია, მაგრამ:
– აქ არის მოქალაქისგან #პოლიციელისთვის_სახეში_ხელის_გარტყმის სცენა;
– აქ არის #ყველა_პარტიაში_პორტირებულის საკითხი
– აქ არის #ძალაუფლებისა და #სკამის ამბავი;
– აქ არის #ერთგულებისა და #ღალატის ამბავი;
– აქ არის #ფულზე_სულის_გაყიდვის ამბავი;
– აქ არის #უცხოელთა და ქართველთა ამბავი;
– აქ არის #სახელმწიფო_ქონების_ერთ_ლარად_ჩუქების ამბავი;
– აქ არის #არჩევნებით ახალი პარტიის გამარჯვების ამბავი, რომლის პოლიტიკოსები ისევ წინა მმართველი პარტიიდან არიან;
გთხოვთ, უყურეთ!!! გუშინ იდო ინტერნეტში, გავაზიარე, გააქრეს. გთხოვთ, სადმე მოძებნეთ და მაინც უყურეთ. თუ იპოვეთ, ლინკი გამიზიარეთ.