ეკა გიგაური: მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი… მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…

“მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი… მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…”, – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა ს დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა. ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას , რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი….. მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა …. სავარუდოდ არაფერი … ვნახოთ …ვიდეო არ გადაგვაღებინეს, – წერს გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს