„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

12-13 მარტს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ” ავრცელებს.
ამავე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროს 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, განიხილეს აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მოიცავს გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ინვესტიციებს.
“გვიხარია, რომ წელს მეორედ ვმასპინძლობთ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების კონფერენციას საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებს დავათვალიერებინეთ და გავაცანით ფოთის პორტი, მისი შესაძლებლობები და როლი ჩვენს რეგიონში. დამსწრეები დაინტერესდნენ შუა დერეფნის შესაძლებლობებით, განვიხილეთ სატრანსპორტო კორიდორი და ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები. ფოთი მთავარი კარიბჭეა ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ”, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია