ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდნენ

ფოტო: პუბლიკა
თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ევროდეპუტატებს შეკრებილი მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ამ ფორმით, ევროპარლამენტარებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.
“სანქცია ივანიშვილს” – ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი და მოთხოვნა ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად