ევროკომისიამ უკრაინისთვის დახმარების კონტროლისა და კორუფციის აღკვეთისთვის სპეციალური ორგანო შექმნა

უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში ევროკომისიამ აუდიტორიული კომისია შექმნა, რომელიც უკრაინულ ორგანოებს უნდა დაეხმაროს სთვის გადაცემული დახმარების გამოყენების კონტროლში, ასევე თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთან კონფლიქტის აღკვეთაში. ევროკომისიის მიერ 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას დაქვემდებარებული ახალი ორგანო დაკომპლექტდება სამი წევრისგან და 2028 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. ის ბრიუსელში იქნება განთავსებული, ასევე ცალკე განყოფილება იქნება წარმოდგენილი კიევში.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს აუდიტორიული კომისიის, სულ მცირე, ექვსი შეხვედრა. ამასთან, წელიწადში ექვსჯერ აუდიტორები უნდა ჩავიდნენ კიევში, თუ გარემოებები ამის საშუალებას იძლევა.