ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სხომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიალოგი გააგრძელებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია ბლოკთან უვიზო მიმოსვლისთვის, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის მენეჯმენტი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ და იმუშავებენ დიალოგის ეფექტურად წარმართვისთვის.
“პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და უვიზო მიმოსვლაზე ავტომატური გადასვლა არ მოხდება. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან