ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“შეთანხმება გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ კომპლექტზე, რომელმაც ძირი უნდა გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძალისხმევებს.
ის სამიზნეში იღებს: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვით კომპლექსს; ფინანსურ სერვისებს; ენერგეტიკის სფეროს; სანქციებისთვის გვერდის ავლას; ომის დანაშაულებს, მათ შორის სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.
ამ სანქციების მიზანია პუტინის მთავრობისთვის უფრო რთული გახადოს თავისი აგრესიული ომის წარმოება.
ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინისადმი თავის მხარდაჭერაში”, – წერს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც