ევროკავშირი AI–ში 200 მილიარდი ევროს ინვესტირების პროგრამას დაიწყებს

ევროკავშირი დაჰპირდა 200 მილიარდი ევროს მობილიზებას ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებისთვის, წერს The Wall Street Journal.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში ს სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები ამ სფეროში კონკურენცია გაუწიოს -სა და ჩინეთს.
ინვესტიციები განხორციელდება InvestAI პროგრამის ფარგლებში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს 20 მილიარდი ევროს ფონდის შექმნას ეგრეთ წოდებული გიგაქარხნების მშენებლობისთვის – ინფრასტრუქტურა ყველაზე რთული AI მოდელების მომზადებისთვის მძლავრი ჩიპების გამოყენებით.
interfax