ევროკავშირი ყაზახეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

ევროკავშირი ყაზახეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს,- ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.
წყაროს ცნობით, თუ სანქციების პაკეტი ამოქმედდება, მაშინ ყაზახეთში აკრძალული იქნება გარკვეული სახის საქონლის იმპორტი, რომელიც ყაზახეთიდან რუსეთში ხვდება.
თუმცა, ყაზახეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებას კონკრეტული მტკიცებულება და ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.